ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირს მოუწევს თალიბანთან საუბარია, რადგან "მათ ომი მოიგეს". ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარი არაა თალიბანის ხელისუფლების აღიარებაზე.
ბორელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ სურთ, 400 ავღანელის გამოყვანა, რომლებიც ევროკავშირის მისიაზე მუშაობდნენ და თალიბანთან მოლაპარაკების გარეშე, ეს ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.
"სიტუაცია ადგილზე ძალიან არასტაბილურია და, რა თქმა უნდა, სულ უფრო სახიფათო ხდება იმათთვის, ვინც მუშაობდა ან მხარს უჭერდა ჩვენს საქმიანობას. ჩვენ მათზე უარს ვერ ვიტყვით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩამოვიყვანოთ და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფარი შევთავაზოთ", - განმარტა ბორელმა.
მისივე თქმით, ესპანეთი მზადაა, რომ პირველად პუნქტის სახით მიიღოს ავღანელები, საიდანაც შემდგომში ევროკავშირის სხვა ქვეყნები ავღანელ ლტოლვილებს მიიღებს.